მარიამ ბოლქვაძე: მადლობა ქომაგობისთვის, ჩინეთში ვითამაშებ - popsportქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ უიმბლდონის ძირითად ბადეში გასვლა ვერ მოახერხა.

კვალიფიკაციის პირველ წრეში ბრიტანელ ევა შოუსთან (6:2, 6:2) გამარჯვების შემდეგ, ჩვენებური ამერიკელი კრისტი ანისთან დამარცხდა – 2:6, 3:6.

შეგახსენებთ, რომ ტურნირს უფრო ადრე მარიამ ბოლქვაძე გამოეთიშა, ვინაც საკვალიფიკაციოს პირველ წრეში რუს ვარვარა ფლინკთან წააგო – 4:6, 6:2, 4:6.

შედეგად, უიმბლდონის გათამაშებას 2 ქართველი ჩოგბურთელი შემორჩა: ნიკოლოზ ბასილაშვილი კაცების ერთეულთა ბადეში ითამაშებს და პირველი მეტოქის ვინაობას 25 ივნისს შეიტყობს. ოქსანა კალაშნიკოვა კი, ქალთა წყვილებში გამოვა.