ჰალეს 500-იანთა კატეგორიის ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილი ნახევარფინალში რუს ანდრეი რუბლიოვთან დამარცხდა – 1:6, 6:3, 3:6.

შეხვედრა საქართველოს საუკეთესო ჩოგანმა უფერულად დაიწყო და 20 წუთის თავზე უკვე 1:5 აგებდა. მერე მეტოქემ ერთი გეიმიც უპრობლემოდ აიღო.

ქართველ ჩოგბურთელს სამედიცინო დახმარებაც დასჭირდა, რის შემდეგაც მოფერიანდა და მეორე სეტი სათავისოდ აიღო – 6:3. ბასილაშვილმა ქომაგი იმედიანად განაწყო, გადამწყვეტი სეტიც კარგად დაიწყო, მაგრამ ბოლოს მაინც არფერი გამოუვიდა.

მატჩი საათსა და 48 წუთს გაგრძელდა. რუბლიოვს 6 ეისი ჰქონდა, ნიკოლოზმა კი 8 ეისი შეასრულა და 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა.

ესენი აქამდე ერთმანეთს 4-ჯერ შეხვედროდნენ და ორ-ორჯერ ჰქონდათ მოგებული, დღევანდელისშემდეგ კი უპირატესობა უკვე რუსისაა.