No description available.სარაგბო საფრანგეთში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა 1 ივლისს დაიხურება და ტოპ 14-ის კლუბები გამალებით ცდილობენ 2021-2022 წლების სეზონისთვის შემადგენლობები ბალასტისგან, ანუ უსარგებლო მოთამაშეებისგან გაათავისუფლონ და სასრუველი ხალხით გაძლიერდნენ.

ქართველი მორაგბეები ორივე კატეგორიაში აღმოჩნდნენ.

ჯერ იყო და 29 წლის ბორჯღალოსანმა მეორეხაზელმა კოტე მიქაუტაძემ აწ უკვე პრო დ2-ში გავარდნილ „ბაიონთან“ ადრე გაცხადებულ 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, ხოლო მისი თანატოლი ლევან ჩილაჩავა ასევე დაანონსებული 2 წლის ნაცვლად „კასტრში“ მომდევნო 3 სეზონს გაატარებს.

ჩვენი ნაკრების 9 ნომერმა ვასილ ლობჟანიძემ თავის „ბრივთან“ თანამშრომლობა ასევე 2024 წლამდე გაახანგრძლივა, ხოლო ბურჯმა სოსო ბეკოშვილმა ამავე კლუბთან დამთავრებული კონტრაქტი 1 წლით გააგრძელა.

No description available.აი, კიდევ ორ ბორჯღალოსანს კი „ბრივის“ დატოვება მოუხდა. მესამეხაზელმა ირაკლი ცხადაძემ სხვა კლუბი უნდა მოძებნოს, კვაჭმა ბადრი ალხაზაშვილმა კი ნასიონალ ლიგის რეგულარული სეზონის ჩემპიონ და პლეი-ოფში დამარცხებულ „ნიცას“ მიაშურა.

„პომ“ ბირჯღალოსან მესამეხაზელ ბექა გორგაძეს კონტრაქტი ოფიციალურად გაუფორმა, ხოლო ბურჯ ომარ ოდიშვილს ხელშეკრულება აღარ გაუხანგრძლივა.

No description available.ზემოთ პრო დ2-ში დაქვეითებული „ბაიონი“ვახსენეთ და ამ კლუბს კიდევ ერთი ქართველი დაემატება – 20-წლამდელთა ნაკრების ყოფილმა ბურჯმა ლუკა ჭელიძემ „ტულონი“ ბასკურ კლუბზე გაცვალა, სადაც, იმედია, მეტი სათამაშო დრო ექნება.

ამჟამად სამხრეთ აფრიკაში U20-თან ერთად მყოფმა ალექსანდრე ქუნთელიამ კი 3-წლიანი კონტრაქტი საფრანგეთის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბ „ლა როშელთან“ გააფორმა. 19 წლის ბურჯი 2024 წლამდე ჩრდილოელთა ესპუარებში ითამაშებს და თუ დაიმსახურებს, ძირითად გუნდშიც მოხვდება, სადაც მომავალი სეზონიდან U20-ის კიდევ ერთი ყოფილი წევრი გურამ პაპიძე ითამაშებს.

და ორიოდე სიტყვა ჩვენს „ინგლისელებზეც“,  რომელთაგან პრემიერშიპში მხოლოდ გიორგი კვესელაძე რჩება, ვინც „გლოსტერის“ შემადგენლობას თანდათან უშინაურდება. აი, „უოსპსმა“ კი ორივე ჩვენებური გაუშვა – გამოცდილი ბურჯი ზურა ჟვანიაც და ახალგაზრდა მეორეხაზელი ლაშა ჯაიანიც. ორივე ახალი კლუბის ძიებაშია და ჟვანიაზე ამბობენ, „ლიონის“ინტერესთა სფეროში აღმოჩნდაო.