Christian Eriksen's first words after waking up from his cardiac arrest have been revealedდანიის ნაკრების ექიმმა მორტენ ბოზსენმა განაცხადა, რომ კრისტიან ერიკსენს რთული ოპერაციის გადატანა მოუწევს. მას კარდიოვერტერ-დეფიბრილიატორს ჩაუდგამენ.

დანიელ და საერთაშორისო სპეციალისტებთან კონსულტაციების შემდეგ თავად ერიკსენმა ოპერაციაზე თანხმობა განაცხადა. იმპლანტი ფეხბურთელს არითმიისა და გულის მოულოდნელი გაჩერებისგან დაიცავს.

ჯერჯერობით რთულია იმაზე საუბარი, შეძლებს თუ არა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი სრულფასოვანი კარიერის გაგრძელებას.

შეგახსენებთ, რომ დანიელ ფეხბურთელს ცუდი ამბავი ფინეთთან (0:1) მატჩისას დაემართა და რამდენიმე წუთის განმავლობაში მოედანზევე უკეთებდნენ რეანიმაციულ პროცედურებს.