გუშინ, „კამპ ნოუზე”, „ბარსელონამ” 2021-22 წლების სეზონის ოფიციალური საშინაო ფორმის პრეზენტაცია მოაწყო.  წარმდგენთა შორის იყვნენ კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა, ანსუ ფატი და „ბარსას” ნორვეგიელი ფეხბურთელი ქალი კეროლაინ გრეჰემ ჰანსენი.

ფორმაში ცვლილებებია. ფერები რასაკვირველია ტრადიციული დარჩა, მაგრამ ზოლებში სიახლეა. კლუბის ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ ახალ ვერსიაში მაქსიმალურად არის გამოყენებული მისი გერბი. პირდაპირ, მკერდის სიმაღლეზე შეგიძლიათ შენიშნოთ ბარსელონას მფარველი წმინდა გიორგის ჯვარი. არის სენიერაც ანუ კატალონიის დროშა.

შეინიშნება სხვა სიახლეებიც. მაგალითად, ფეხბურთელების გვარები, ნომრები და UNICEF-ის ლოგო წლეულს თეთრად იქნება და სხვა.