13 ივნისს ნიდერლანდების ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს უკრაინასთან გამართავს.

მატჩისწინა ბოლო ვარჯიშზე ნიდერლანდელმა გულშემატკივრებმა თვითმფრინავის საშუალებით გუნდის მთავარ მწვრთნელ ფრანკ დე ბურს ტექსტური შეტყობინება გაუგზავნეს, რომელზეც ეწერა – ფრანკ, მხოლოდ 4-3-3.

ამით გულშემატკივრებმა მწვრთნელს ბოლო დროს გამოყენებული ტაქტიკური სქემის შეცვლა მოსთხოვეს.

დე ბური კი შეუვალია და პრესკონფერენციაზე განაცხადა:

„მადლობა რჩევისთვისთვის, მაგრამ ჩვენ 3-5-2 სქემით ვითამაშებთ“.

გეტყვით, რომ ნიდერლანდებისა და უკრაინის გარდა C ჯგუფში ავსტრიისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებიც არიან.

See the source image

წილი
წინა სტატიადეპაის მაისურები ბარსელონას მაღაზიებში
შემდეგი სტატიანოლეს მეორე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...