ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში „დენვერ ნაგეთსის“ სერბმა ცენტრმა ნიკოლა იოკიჩმა „ფენიქს სანსთან“ მატჩში 32 ქულა, 20 მოხსნა და 10 პასი გაახერხა, მაგრამ მისი გუნდი მაინც დამარცხდა (102:116) და სერიაში 0:3 ჩამორჩა.

იოკიჩმა თავი მხოლოდ იმით უნდა დაიმშვიდოს, რომ გასული საუკუნის ლეგენდებს, ქარიმ აბდულ ჯაბარსა და უილტ ჩემბერლენს შეუერთდა, გახდა მესამე კალათბურთელი NBA-ში, რომელმაც ფლეი ოფში 30/20/10 მაჩვენებელი დააფიქსირა.

ასეთი სტატისტიკური ციფრები ბოლოს 1970 წელს აჩვენა ჯაბარმა.

See the source image