Ukraine's Euro 2020 football kit provokes outrage in Russia - BBC Newsუკრაინის ნაკრების ფორმის გამო ატეხილი ხმაური გეხსომებათ, სულ რამდენიმე დღის ამბავია. ევროპის ჩემპიონატზე მიმავალმა უკრაინამ სათამაშო ფორმას ქვეყნის რუკა დაახატა – უფრო სწორად, ქვეყნის კონტური, მოხაზულობა და ცხადია, ამ კონტურს შიგნით ყირიმიც მოაქცია და აღმოსავლეთის თვითმარქვია ვითომ რესპუბლიკებიც.
კაცმა რომ თქვას, ეს რუკაც სწორედ იმიტომ დაიხატეს გულზე, რომ მიწები აქვთ წართმეული და ამას აღნიშნავენ.
აქ კი უნდა გავიხსენოთ, რომ მიწები ჩვენც წართმეული გვაქვს და ასე მგონია, რომ საერთაშორისო სარბიელზე მიმავალ უკლებლივ ყველა ქართველ სპორტსმენს ფორმაზე დიახაც, საქართველოს რუკა უნდა ეხატოს! აი, ისე, ლაშა ტალახაძეს რომ ახატია ხელზე!
მეზობლის გაღიზიანების გვეშინია?