გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატის 34-წლიანი რეკორდი დაამხო. ქართველმა ცენტრმა ლიგა ენდესას ნახევარფინალში სარგებლინობის კოეფიციენტი 37-მდე აწია. ადრინდელი რეკორდი 1987 წელს გრანადას კალათბურთელ ედი ფილიპსს დაუფიქსირებია – 35.
შერმადინმა და „ტენერიფემ“ კი ლიგა ენდესას ნახევარფინალში „ბარსელონა“ დაამარცხეს – 80:68 და სერიაში ანგარიში (1:1) გაუთანაბრეს.
21 ქულა, 10 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 4 დაფარება – ასეთია შერმადინის მონაგარი 27 წუთში. ჩვენებურმა 10-დან 8 ორქულიანი, 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო და ორივე გუნდში საუკეთესო იყო.
სერიის გადამწყვეტი შეხვედრა, რომლის მოგებულიც ესპანეთის ლიგის ფინალში გავა, 11 ივნისს, ბარსელონაში გაიმართება.