დღე: ივნისი 10, 2021

Home 2021 ივნისი 10 (ხუთშაბათი)
რეკორდსმენი შერმინატორი
ჩანაწერი

რეკორდსმენი შერმინატორი

გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატის 34-წლიანი რეკორდი დაამხო. ქართველმა ცენტრმა ლიგა ენდესას ნახევარფინალში სარგებლინობის კოეფიციენტი 37-მდე აწია. ადრინდელი რეკორდი 1987 წელს გრანადას კალათბურთელ ედი ფილიპსს დაუფიქსირებია – 35. შერმადინმა და „ტენერიფემ“ კი ლიგა ენდესას ნახევარფინალში „ბარსელონა“ დაამარცხეს – 80:68 და სერიაში ანგარიში (1:1) გაუთანაბრეს. 21 ქულა, 10 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 4 დაფარება – ასეთია შერმადინის...

ღვინიაშვილი მსოფლიოზე წესებთან დამარცხდა
ჩანაწერი

ღვინიაშვილი მსოფლიოზე წესებთან დამარცხდა

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციას მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა, მაგრამ მსაჯებთან და წესებთან დამარცხდა. 90 კილოგრამამდე მოჭიდავე ბექა ღვინიშვილი პირველივე ბრძოლაში შვეიცარიელ სირილ გროსკლაუსს ხვდებოდა. ღვინიშვილი ვაზარით დაწინაურდა, შემდეგ შვეიცარიელი მეორედ დასცა ტატამზე. მსაჯმა ქართველის მოგება დააფიქსირა, მაგრამ მაგიდის მსაჯებმა ეპიზოდი განიხილეს, ჩვენებურს სახიფათო შეტევა ჰანსოკუმაკე (ფეხის არასწორი ჩახვევა) დაუფიქსირეს და...

კაცი, რომელიც ბუნდესლიგის ორ კლუბზე ძვირია
ჩანაწერი

კაცი, რომელიც ბუნდესლიგის ორ კლუბზე ძვირია

საიტმა Transfermarkt.de ბუნდესლიგის ახალი საბაზრო ფასები გამოაქვეყნა. შედეგი კურიოზული გამოვიდა: 20 წლის ნორვეგიელი თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე მთელი „ვერდერი” და „შალკე”. „დორტმუნდის” ფორვარდის ფასი აქამდე 110 მილიონი ევრო იყო, გაძვირების შემდეგ კი 130 მილიონი გახდა. ამრიგად, ჰოლანდი „პარი სენ ჟერმენის” 22 წლის თავდამსხმელის კილიან მბაპეს შემდეგ მეორე ადგილზეა. მბაპე 160 მილიონი ევრო...

ცხოვრებაში ლუდი არ დაულევია
ჩანაწერი

ცხოვრებაში ლუდი არ დაულევია

დეკლან რაისი პირობას დებს, რომ თუ ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდება, ცხოვრებაში პირველად დალევს ლუდს. კვირას ინგლისელები ხორვატიას ხვდებიან, „ვესტ ჰემის” ნახევარმცველმა კი თავისი ნათქვამით ყველაფერი დაჩრდილა. რაისმა თქვა: „იცით, რას გეტყვით? 22 წლის ვარ და ლუდი არ გამისინჯავს. ვფიცავ, სრული სიმართლეა. ხალხს უკვირს ამას რომ ვამბობ, მაგრამ ლუდის სუნი ისე მაღიზიანებს, რომ ახლოსაც არ...