საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის პირველ ელიტურ დივიზიონ ტოპ 14-ში რეგულარული სეზონი დასრულდა, ხოლო პრო დ2-ში ჩემპიონი გამოვლინდა.

რეგულარული „ტულუზმა“ მოიგო, ხოლო მეორეზე „ლა როშელი“ გავიდა – პარალელურად ჩემპიონთა თასის მფლობელი და ფინალისტი. ცნობისთვის, ესენი იმ იშვიათ ფრანგულ კლუბთაგანნი არიან, რომლებშიც არცერთი ქართველი მორაგბე არ ირიცხება და პლეი-ოფში მეორე წრიდანაც სწორედ ეს გუნდები ჩაებმებიან.

No description available.პლეი-ოფის პირველ წრეში კი ორი მეტად საინტერესო დაპირისპირება გაიმართება. მარტო პარიზული დერბი რად ღირს, რომელშიც გურამ გოგიჩაშვილისა და გია ხარაიშვილის „რასინგ-92“ ვასილ კაკოვინისა და გიორგი მელიქიძის „სტად ფრანსეს“ უმასპინძლებს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ „რასინგი“ ობიექტურად უკეთესი გუნდია და ნახევარფინალშიც სავარაუდოდ ეს კლუბი გავა.

მეორე წყვილი კი ლექსო ყაულაშვილის, ლაშა ტაბიძისა და ბექა გორგაძის „ბორდომ“ და უქართველებო „კლერმონმა“ შეადგინეს. აქ პროგნოზის გაკეთება გაჭირდება, თუმცა დღეს ბორდოელები ალბათ ოდნავ უკეთეს ფორმაში არიან.

ლევან ჩილაჩავას „კასტრი“ და ბექა გიგაშვილის „ტულონი“ კი პლეი-ოფს მიღმა დარჩნენ.

თუკი გიორგი თეთრაშვილის აჟენმა პრო დ2-ში დაქვეითება კარგა ხანია გაინაღდა, ბოლოსწინა ადგილისთვის თავის ასაცილებლად ბრძოლა დასკვნით ტურშიღა დასრულდა. „პომ“ რომლის ღირსებასაც მომავალ სეზონში გორგაძე დაიცავს, ფინიშზე „მონპელიე“ ბონუსით (41:25) დაამარცხა და კოტე მიქაუტაძის „ბაიონს“ გაუსწრო, რომელიც ბოლო ტურში „სტად ფრანსესთან“ მარცხისთვის სანუგეშო ბონუსიღა მიიღო, რომელმაც ნავარელებს თავიდან გასავარდნ-დასარჩენი პლეი-ოფი ვერ ააცილა.

ჰოდა ამ ხსენებულ პლეი-ოფში ბასკური დერბი შედგება. ფრანგული ნავარა ფრანგულივე ბასკეთის ნაწილია და „ბიარიცი“ ხომ ბასკთა ქვეყნის შუაგულში მდებარეობს. ამდენად ეს იქნება მეზობელთა ძალიან ცხარე დაპირისპირება.

დუდუ ქუბრიაშვილი – მეორედ სიმბოლურში„ბიარიცმა“ კი, თავის მხრივ, პრო დ2-ის ფინალში „პერპინიანთან“ უშანსოდ – 14:33 დამარცხდა და კატალონიელებს ტოპ 14-ში ავრომატური საგზური დაუთმო. ამდენად, მომავალ სეზონში „პერპინიანის“ ქართველები – სახელოვანი ვეტერანი დუდუ ქუბრიაშვილი, „აჟენიდან“ გადმობარგებული ბორჯღალოსანი თეთრაშვილი, ახალგაზრდა ვახატნგ ჯინჭარაძე და სულ მთლად ნორჩი ნოდო შენგელია ევროპის უძლიერეს ლიგაში ირაგბებენ!

რაც შეეხება მომავალ ბასკურ დერბის, ისიც ვთქვათ, რომ „ბაიონში“ მიქაუტაძის გარდა ახალგაზრდებიც – იოანე იაშაღაშვილი და  ლადო ჩაჩანიძეც ირიცხებიან, თუმცა ისინი ესპუართა გუნდში თამაშობენ. აი, „ბიარიცში“კი უამრავი ქართველია. ბორჯღალოსანმა თორნიკე ჯალაღონიამ სასტარტო გუნდში ადგილი დაიბევა, მომავალი ბორჯღალოსანი უშანგი ჭეიშვილი და ვახტანგ ახობაძე ბოლო ხანებში მარქაფაში იმყოფებიან, ხოლო კიდევ ორი ახალგაზრდა ბურჯი ტრავმირებულია – ნაკრებში ერთხელ უკვე მოხვედრილი გიორგი ნუცუბიძეც და ეროვნული გუნდის ზღურბლზე მდგომი ლუკა აზარიაშვილიც.

გადამწვეტი ბრძოლები მომავალ უქმეებზე გაიმართება.