„როლან გაროსის“ ძირითად ბადეში პირველად გასული ეკატერინე გორგოძე პირველ წრეში დანიელ კლარა ტაუსონს გაეჯიბრება. 29 წლის გორგოძე WTA-ს რეიტინგში 222-ე ადგილზე იმყოფება, ხოლო 18 წლის სკანდინავიელი მეტოქე – 90-ზე.
გორგოძე და ტაუსონი ერთმანეთს გასულ წელს შეხვედრიან და დანიელმა 7:6; 6:3 მოიგო.
თუ ქართველი ჩოგბურთელი საფრანგეთის ღია პირველობის მე-2 წრეში გავა, მე-15 ნომრად განთესილ ბელარუს ვიკტორია აზარენკასა და რუს სვეტლანა კუზნეცოვას შორის უმჯობესს გაეჯიბრება.
„როლან გაროსზე“ 28-ე ნომრად განთესილი ნიკოლოზ ბასილაშვილი კი, პირველ ეტაპზე სერბ დუშან ლაიოვიჩს დაუპირისპირდება. ორივე ახლხანს ბელგრადის ტურნირზე მონაწილეობდა და ორივემ ერთი და იგივე ჩოგბურთელთან წააგო. იმ განსხვავებით, რომ ნიკოლოზმა ეს პირველ წრეში მოახერხა, ხოლო ლაიოვიჩმა – მეორეში.