
საოცარი გუნდია „ტორპედო.“ ჯერ იყო და, მე-13 ტურამდე ერთადერთი გაუმარჯვებელი გახლდათ ლიგაში, ბოლო ადგილზე იდგა. ახლა კი ვეღარ აჩერებენ: მიჯრით სამი შეხვედრა მოიგო, თანაც ისე, რომ გოლი არ გაუშვია. შოთა ბაბუნაშვილს შრომა უფასდება.
ამჯერად მათი „მსხვერპლი“ „შუქურა“ გახდა – 0:2. ქობულეთელები კი ზედიზედ მესამედ დამარცხდნენ.
ისევ გაიტანა „ჩვენმა“, ქუთაისელმა ზიდანმა. ეს პალესტინელის მესამე გოლი გახლდათ სეზონში.
მიჯრით მესამედ მოიგო „სამგურალმაც“ და ლიდერებს მიუახლოვდა. საერთოდ, ტურის დასკვნითი შეხვედრა ძალიან კარგი სანახავი გამოდგა. ერთგვარი თრილერი გათამაშდა. წყალტუბოელები ორჯერ იგებდნენ 38 წლის გრიგოლ დოლიძის დუბლის წყალობით, სამტრედიელებმა ორივეჯერ გაათანბრეს, მაგრამ ორთავჯანში ბოლოს მაინც სტუმრებმა იძალეს. გამარჯვების გოლი დამთავრებამდე სამი წუთით ადრე გიორგი ბუხაიძემ შეაგდო – 2:3.

გრძელდება „თელავის“ კრიზისი. ჯერჯერობით მდგომარეობა მწვრთნელის ცვლილებამაც ვერ გამოასწორა. ხუმრობა ხომ არ არის, კახელებმა პირველ ტურში მოუგეს „სამტრედიას“ (1:0) და მას შემდეგ აღარ გაუმარჯვიათ – 14 მოუგებელი სათამაშო დღე…
„საბურთალომ“ კი ორმატჩიანი კოშმარული სერია დაასრულა („დინამოსთან“ 0:4, „ბათუმთან“ – 1:4).
ახლა ეროვნულ ლიგაში სანაკრებო პაუზა გამოცხადდება. მორიგი, მე-16 ტურის მატჩები 9-10 ივნისს გაიმართება.
25 მაისი
სამტრედია 2:3 სამგურალი
0:1 დოლიძე (8), 1:1 ილურიძე (22), 1:2 დოლიძე (35), 2:2 რუხაძე (67), 2:3 ბუხაიძე (87)
24 მაისი
შუქურა 0:2 ტორპედო ზესტაფონში
0:1 ბუკასი (59), 0:2 ზიდანი (90+3)
თელავი 0:2 საბურთალო რუსთავში
0:1 ლაცაბიძე (59), 0:2 ნონიკაშვილი (90+5)
23 მაისი
ლოკომოტივი 2:1 ბათუმი
0:1 მამუჩაშვილი (4 პენ), 1:1 კაშია (35), 2:1 სიხარულიძე (62)
დილა 2:0 დინამო
1:0 ღუდუშაური (69), 2:0 ბიძინაშვილი (74)
გუნდი | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | ბურთები | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|
ბათუმი | 36 | 21 | 12 | 3 | 73:27 | 75 |
დინამო | 36 | 21 | 7 | 8 | 59:28 | 70 |
დილა | 36 | 17 | 10 | 9 | 48:35 | 61 |
საბურთალო | 36 | 15 | 12 | 9 | 52:40 | 57 |
ლოკომოტივი | 36 | 15 | 8 | 13 | 57:59 | 53 |
თელავი | 36 | 12 | 8 | 16 | 35:53 | 44 |
სამგურალი | 36 | 9 | 14 | 13 | 34:46 | 41 |
ტორპედო | 36 | 9 | 13 | 14 | 38:44 | 40 |
შუქურა | 36 | 5 | 12 | 19 | 28:49 | 27 |
სამტრედია | 36 | 5 | 6 | 25 | 33:76 | 21 |
მეგოლეები: ზორან მარუშიჩი (დინამო) – 7, გიორგი ფანცულაია (ბათუმი), იური ტაბატაძე (საბურთალო) – 6, სერგო კუხიანიძე (სამგურალი), ჯაბა ჯიღაური, ვლადიმერ მამუჩაშვილი (ორივე – ბათუმი), გიორგი გაბედავა (დინამო), დმიტრი მანდრიჩენკო (საბურთალო), ულად-ომარ ომრანი (ლოკომოტივი) – 5