მილანის „ინტერის” დამრიგებელი ანტონიო კონტე და თავად კლუბი 2-2 ათასი ევროთი დაჯარიმდნენ.
საქმე ეხება თებერვალში, ტურინის სტადიონ „ალიანც სთედიუმზე“ მომხდარ ეპიზოდს. მაშინ კონტე ტრიბუნისკენ შეტრიალდა, სადაც „იუვეს” დირექტორატის წევრები ისხდნენ და დემონსტრაციულად უჩვენა შუა თითი. ეპიზოდი ტელეკამერების ობიექტივში მოხვდა.
მას შემდეგ სამი თვე გავიდა და იტალიის ფეხბურთის ასოციაციამ ვერდიქტი ახლაღა გამოიტანა. ანტონიო კონტემ ბოდიში მოიხადა, თუმცა ისევ გაიმეორა, ტურინელთა მხრიდან პროვოცირებას ჰქონდა ადგილიო.