ლეო მესიმ გუშინ გუნდთან ერთად არ ივარჯიშა და დღეს „ეიბართან” ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო მატჩში არ ითამაშებს. არგენტინელმა ეს კლუბთან შეათანხმა.
დღეს „ბარსა” ეიბარში თამაშობს. ამ მატჩის შედეგი კატალონიელებისთვის არაფერს იძლევა. „ბლაუგრანამ” ბოლო ხუთ შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ მოიგო და წინა ტურში ჩემპიონობის თეორიული შანსიც დაკარგა.
მესის გარდა „ბარსელონამ” დღევანდელი თამაშის გამოტოვების ნება 18 წლის პედრისაც დართო. რაც შეეხებათ მარკ-ანდრე ტერ შტეგენს, სერხი რობერტოს, კიდევ ერთ 18 წლის ვარსკვლავ ანსუ ფატისა და ფილიპე კოუტინიუს, ისინი დაშავებულები არიან.
ამრიგად, ლეო მესიმ მიმდინარე ლა ლიგა 35 შეხვედრაში 30 გოლით დაასრულა და ახლა „კოპა ამერიკაზე” გამგზავრების წინ, ცოტას დაისვენებს.
ჩემპიონატში 30 გოლის გატანა იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელს „პიჩიჩის” ანუ ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის მერვე ტიტული ფაქტობრივად გარანტირებული აქვს.
სულ მესიმ სეზონში 47 შეხვედრა ჩაატარა და 38 გოლი შეაგდო. მისი ერთადერთი გუნდური ტიტული ესპანეთის სამეფო თასია.
„ბარსელონამ” გაავრცელა განცხადება, სადაც ხაზი გაუსვა, რომ მესი „ეიბართან” თამაშს მწვრთნელების ნებართვით ტოვებს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური13/07/2026 | 09:25ეგვიპტელები ვერ მშვიდდებიან
მთავარი ამბავი13/07/2026 | 08:20მესი არასდროს შეხვედრია ინგლისს
მთავარი ამბავი12/07/2026 | 12:31სკალონი: კიდევ ერთხელ გაგვიმართლა
მთავარი ამბავი12/07/2026 | 11:08ტუხელი: მენტალიტეტი შეგიძლიათ ბოთლებში ჩამოასხათ და გაყიდოთ, მაგრამ…
