ხუთშაბათს, 20 მაისს, „ბარსელონას” გერმანელი მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი შვედეთის ქალაქ მალმიოში მარჯვენა მუხლის მყესის მკურნალობას შეუდგება. ეს ინფორმაცია კატალონიური კლუბის სამედიცინო სამსახურმა გაავრცელა.

ზემოთ თქმული იმას ნიშნავს, რომ ტერ შტეგენი გამოტოვებს ლა ლიგის ბოლო თამაშს „ეიბარის” წინააღმდეგ და, რაც მთავარია, მთელს ევროპის ჩემპიონატს.

გერმანელი გოლკიპერის მკურნალობას ექიმი ჰაკან ალფრედსონი წარმართავს. მას „ბარსელონას” ექიმები დაეხმარებიან.

მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა გასული წლის აგვისტოში მუხლზე ოპერაცია გაიკეთა.

გერმანიის ნაკრები ევრო 2022-ს 15 ივნისს საფრანგეთის ნაკრებთან თამაშით იწყებს. ამ ორი გუნდის გარდა F ჯგუფში არიან უნგრეთი და პორტუგალია.