Massimiliano Allegri fuels speculation over next job as Tottenham dealt Erik Ten Hag blow - Irish Mirror Onlineაღარაა საიდუმლო, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ზინედინ ზიდანი „რეალიდან“ წავა. მის შემცვლელად მასიმილიანო ალეგრის და რაულის კანდიდატურები განიხილება. ზოგი წყაროს თანახმად  პრიორიტეტულად იტალიელის ვარიანტი ითვლება.

53 წლის ალეგრის „იუვენტუსში“ და „მილანში“ მუშაობის გამოცდილება აქვს და ტოპ-სპეციალისტად ითვლება. მას ახლაც აქვს შეთავაზებები იტალიური კლუბებისგან, თუმცა მზად არის „რეალი“ ჩაიბაროს.

როგორც ამბობენ, წინა კვირაში ის მადრიდული კლუბის ხელმძღვანელებს შეხვდა და თავისი პროექტი გააცნო. ალეგრის სურს, გუნდში კილიან მბაპე, ერლინგ ჰოლანდი, ედუარდო კომავინგა, პოლ პოგბა და დავიდ ალაბა იხილოს. ესპანურმა მედიამ პროექტს „ახალი გალაქტიკოსი“ უწოდა.