All information on the Olympic Games Tokyo 2020, to be held in 2021იაპონელი მოსახლეობა ტოკიოს ოლიმპური თამაშების გაუქმებას ითხოვს. ადვოკატმა და პოლიტიკოსმა კენძი უცუნომიამ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გაუქმების მოთხოვნით, პეტიციამ განათავსა და ერთი კვირის განმავლობაში 350.000-ზე მეტი ხელმომწერა დააგროვა.

„იმ ვითარებააში, რომელშიც ვიმყოფებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოდ ჩატარება შესაძლებელი იყოს. თამაშებისთვის მომზადებისა და ვარჯიშის მხრივ, სპორტსმენებს შორის დიდი განსხვავება იქნება. ამასთან, დაწესებული შეზღუდვები, დიდი ალბათობით, სპორტსმენებს დიდ სტრესში ჩააგდებს, რის გამოც ისინი თავიანთი საუკეთესო შედეგების ჩვენებას ვერ შეძლებენ“, – ნათქვამია პეტიციის ტექსტში.

ოლიმპიურ თამაშებს იაპონიის დედაქალაქმა 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით უნდა უმასპინძლოს.

ჯერჯერობით, ოლიმპიური ლიცენზია 7.800-ზე მეტ ათლეტს აქვს მოპოვებული, რაც ოლიმპიელთა საერთო რაოდენობის 70 პროცენტია. დარჩენილი ლიცენზიებიდან, 20 პროცენტი რეიტინგების გათვალისწინებით განაწილდება, 10 პროცენტი – შეჯიბრებით. ბოლო ვადა 29 ივნისია.

წილი
წინა სტატიაერთი ფინალი. ორი რეკორდი
შემდეგი სტატიაგიჟური სეზონის გიჟური მატჩი
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...