მე-13 ტურის ხუთივე შეხვედრაში სტუმრებმა იმარჯვეს. ლიდერთაგან „ბათუმმა“ „სამტრედიას“ მოუგო (0:2), „დინამომ“ კი „საბურთალო“ გაანადგურა (0:4). აი „დილა“ კი შინ დებიუტანტ „სამგურალთან“ 1:2 დამარცხდა, რაც მოულოდნელობად შეიძლება ჩაითვალოს.
თუმცა, ფაქტი ერთია, სოსო ფრუიძის მისვლის შემდეგ „სამგურალმა“ 5 მატჩიდან 3 მოიგო, ერთი წააგო და ერთიც ფრედ დაასრულა. ამიტომ, „დინამოსთან“ დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, ეს გორული წარმატება მთლად მოულოდნელობადაც ვეღარ ჩაითვლება.
ცოტა გაუმართლათ, უკვე მე-4 წუთზე გახსნეს ანგარიში, მაგრამ ჯამში ფრუიძემ ტაქტიკურად აჯობა ანდრი დემჩენკოს. მასპინძლები თითქმის მთელი თამაშის განმავლობაშო უტევდნენ, მაგრამ სტუმრები ამას ელოდნენ, ორგანიზებულად იცავდნენ თავს და კონტრშეტევებზეც ერთობ სახიფათონი იყვენენ. გორელებმა კი ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტეს.
ლიდერმა „ბათუმმა“ საქართველოს ნაკრების წევრების, ჯაბა ჯიღაურისა და გრიგოლ ჩაბრაძის გარეშე დაამარცხა „სამტრედია.“ კვლავ გაიტანა გიორგი ფანცულაიამ. ზღვისპირელებმა კარგად ითამაშეს და მინიმუმ მომავალ ტურამდე შეინარჩუნეს ცხრილში პირველი ადგილი.
მათმა მდევარმა „დინამომ“ კი ბოლო დროს უხერხულ მეტოქედ ქცეული „საბურთალო“ არ დაინდო და ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანა. დუბლი მიითვალა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა, სერბმა ზორან მარუშიჩმა.
მოგეხსენებათ, 13 მაისს „დინამოს“ დიუსელდორფული ტრიუმფიდან 40 წელიწადი სრულდება, რომელსაც „სარბიელმა“ საგანგებო, 40 გვერდიანი საკოლექციო-სასაქჩუქრე გამოცემა მიუძღვნა, დინამოელებმაც ამ გამარჯვების აღმნიშვნელი, მაისურებზე დატანილი ლოგოთი ითამაშეს.
„საბურთალომ“ კი გული დასწყვიტა ქომაგს. რა დაემართათ ძნელი სათქმელია, მაგრამ ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებდნენ, განსაკუთრებით დაცვაში.
„ლოკომოტივმა“ ოთხტურიანი მოუგებელი სერია დაასრულა და ზესტაფონში ნომინალური მასინძელი, „სამტრედია“ დაამარცხა მინიმალური ანგარიშით.
მიმდინარე სეზონში პირველად გაიმარჯვა „ტორპოედომ.“ ქუთაისელებმა სტუმრად დიდი ანგარიშით დაამარცხეს „თელავი“ და მერვე ადგიზე აინაცვლეს. კახელების კრიზისი კი გრძელდება, ბოლო 7 ტურში ისინი მეხუთედ დამარცხდნენ.
თელავი – ტორპედო 0:4
0:1 ძარია (27), 0:2 რეკიში (41), 0:3 კვერნაძე (60), 0:4 ალიკო ჩაკვეტაძე (88)
დილა – სამგურალი 1:2
0:1 კირკიტაძე (4), 0:2 ახვლედიანი (67), 1:2 ეტოუ (73)
შუქურა – ლოკომოტივი 0:1 (ზესტაფონში)
0:1 იმრანი (90+2)
სამტრედია – ბათუმი 0:2
0:1 შინდაგორიძე (34), 0:2 ფანცულაია (45+3)
საბურთალო – დინამო 0:4
0:1 მარუშიჩი (12), 0:2 ახვლედიანი (18), 0:3 მარუშიჩი (45 პენ), 0:4 გაბედავა (90+1)
გუნდი | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | ბურთები | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|
ბათუმი | 36 | 21 | 12 | 3 | 73:27 | 75 |
დინამო | 36 | 21 | 7 | 8 | 59:28 | 70 |
დილა | 36 | 17 | 10 | 9 | 48:35 | 61 |
საბურთალო | 36 | 15 | 12 | 9 | 52:40 | 57 |
ლოკომოტივი | 36 | 15 | 8 | 13 | 57:59 | 53 |
თელავი | 36 | 12 | 8 | 16 | 35:53 | 44 |
სამგურალი | 36 | 9 | 14 | 13 | 34:46 | 41 |
ტორპედო | 36 | 9 | 13 | 14 | 38:44 | 40 |
შუქურა | 36 | 5 | 12 | 19 | 28:49 | 27 |
სამტრედია | 36 | 5 | 6 | 25 | 33:76 | 21 |
მეგოლეები: ზორან მარუშიჩი (დინამო) – 7, იური ტაბატაძე (საბურთალო) – 6, ჯაბა ჯიღაური, გიორგი ფანცულაია (ორივე – ბათუმი), გიორგი გაბედავა (დინამო), დმიტრი მანდრიჩენკო (საბურთალო) – 5