10 მაისს იტალიურმა „სალერნიტანამ“ 3:0 გაანადგურა „პესკარა“ და კლუბის ისტორიაში მესამედ აღზევდა სერია A-ში.
მაგრამ, აქვე გაჩნდა თავსატეხი: კლუბის მფლობელმა კლაუდიო ლოტიტომ 30 დღეში უნდა გაყიდოს „სალერნიტანა“. წინააღმდეგ შემთხვევაში, კლუბს უმაღლეს დივიზიონში არ დაუშვებენ.
სინიორ ლოტიტოს ეკუთვნის რომის „ლაციოც“, უეფას წესდება კი ერთ ლიგაში ერთი მეპატრონის ერთზე მეტი კლუბის გამოსვლას კრძალავს.
თეორიულად, რა თქმა უნდა, ლოტიტოს შეუძლია, „ლაციო“ გაყიდოს და „სალერნიტანა“ დაიტოვოს, მაგრამ სერიოზულად ამ თემას არავინ განიხილავს.
სეროზული კი სხვა რამ არის: 30-დღიან ცაიტნოტში მოქცეული კლაუდიო ლოტიტო იძულებული იქნება, „სალერნიტანას“ მიზერულ ფასად შეელიოს.