მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი პოსტიდან მიდის.

ქვეყნის საფეხბურთო კავშირი მის შემცვლელად ჰანს დიტერ ფლიკს მოიაზრებს და მას უკვე ოფიციალური შეთავაზებით მიმართა.

თუ ფლიკი დათანხმდება, ის ნაკრებს მსოფლიოს 2022 და ევროპის 2024 წლების ჩემპიონატებზე უხელმძღვანელებს. მისთვის განსაკუთრებული გამოცდა 2024 წლის ევროპირველობა იქნება, რომელსაც გერმანია უმასპინძლებს.

რაც შეეხება მიუნხენის „ბაიერნს“, ჰანს დიტერ ფლიკის წასვლის შემდეგ იულიან ნაგელსმანი ჩაიბარებს.

Hansi Flick is Europe's Coach of the Year