„მილანთან“ კატასტროფული 0:3-ს შემდეგ ტურინის „იუვენტუსი“ სატურნირო ცხრილში მეხუთეა და შესაძლოა, პირველად 10 წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩეს.

ანდრეა პირლოს ბედი გადაწყვეტილია. მას ყველა ვარიანტში მოხსნიან.

არ არის გამორიცხული, პირლოს სეზონიც არ ჩაამთავრებინონ. ასეთ შემთხვევაში უკვე 12 მაისს „სასუოლოსთან“ მატჩზე გუნდს პირლოს თანაშემწე იგორ ტუდორი გაიყვანს. „იუვეს“ და ხორვატიის ნაკრების ყოფილი წევრი მზადაა, ახლავე იტვირთოს მთავარი მწვრთნელობა.