ზედიზედ მეცხრედ გაჩემპიონებაში მიუნხენის „ბაიერნს“ უშუალო კონკურენტი დაეხმარა. „ლაიფციგი“ „დორტმუნდთან“ 2:3 დამარცხდა და ლიდერის დაწევის თეორიული შანსიც დაკარგა.
ეს საჩემპიონო ტიტული 31-ე გახლავთ მიუხენური კლუბის ისტორიაში და არც იმის ნიშნები ჩანს, მიღწეულით დაკმაყოფილებას აპირებდნენ.
წლეულს ერთი ლეგენდარული სერია იტალიაში „იუვენტუსს“ „ინტერმა“ შეაწყვეტინა. ვინ შეაჩერებს „რეკორდმაისტერს“?