1981 წლის 22 აპრილს, როტერდამში, 35 000 მაყურებლის თვალწინ, „ფეიენოორდმა” თბილისში წაგებული 0:3-ის შემოტრიალება სცადა და ამაში ავსტრიელი მსაჯი ფრანც ვიორერი მოიშველია. ის, რაც იმ დღეს ვიორერმა იკადრა, ქართული ფეხბურთის ისტორიაში არნახულ უსინდისობად შევიდა, მაგრამ „დინამომ” გაუძლო… თბილისელებმა ორი შეხვედრის ჯამში 3:2 მოიგეს და ფინალის საგზური მოიპოვეს.