1981 წელს, თასების თასის ნახევარფინალში, ჰოლანდიურ „ფეიენოორდთან” პირველი შეხვედრა თბილისის „დინამომ” შინ გამართა და მეტოქეს შავი დღე აყარა — 3:0. ეს იყო თენგიზ სულაქველიძის ბენეფისი. გარდა იმისა, რომ შესანიშნავად ითამაშა, სულაქველიძემ ორი გოლი გაიტანა.