ნუგზარ ტატალაშვილი: სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობა არც მიფიქრია, მკერდზე  ქართული დროშა ჩემთვის განსაკუთრებულიაყაზანში მიმდინარე ძიუდოისტთა გრანდ სლემზე საქართველოს დელეგაციამ მეორე მედალი მოიპოვა. 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ნუგზარ ტატალაშვილმა ბრინჯაო მედალი ირგუნა.

ჩვენებურმა საწყის რაუნდში ფილიპინელ კეისეი ნაკანოს დამაჯერებლად მოუგო, რომელსაც აზერბაიჯანელი ნურლან ოსმანოვი მიაყოლა, მეოთხედფინალში კი, რუმინელ ალექსანდრუ რაიკუსთან გაუჭირდა და დამატებითი დროში სძლია. ნახევარფინალში ტატალაშვილის მეტოქე რუსი აიუბ ხაჟალიევი იყო, რომელმაც ქართველი მტკივნეულ ილეთზე დაიჭირა.

ტატალაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ბელარუს ვაძიმ შოკას დამატებით დროში იპონით აჯობა და ბრინჯაოს მედალთან ერთად 500 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.