„პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის“ 36 წლის ფორვარდმა კარმელო ენტონიმ სტუმრად „ატალანტა ჰოუკსთან“ (114:123) 14 ქულა დააგროვა და ყველა დროის მექულეების ათეულში შევიდა.
ენტონის NBA-ში ახლა უკვე 27.318 ქულა ქულა აქვს დაგროვებული. „მელომ“ ტოპ-მექულეებიდან ელვინ ჰეიზი (27.313) გამოაძევა.
„ყველა დროის TOP 10-ში მოხვედრა, სულერთია რისი ათეულიც არ უნდა იყოს, განსაკუთრებული ამბავია. არ მინდა, რომ ამ მომენტს ჩვეულებრივად შევხედო. კარგად მესმის, რამდენად დიდია ეს მომენტი, რადგან ჯერ კიდევ ვთამაშობ, ჯერ კიდევ ვაგრძელებ ქულების დაგროვებას“, – განაცხადა კალათბურთის ლეგენდამ.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
მთავარი ამბავი06/06/2026 | 20:36როლან გაროსი ანდრეევამ მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 14:07ფავორიტები გავარდნენ
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 20:40ლუკა ჩემპიონი
