ATP - Munich - Basilashvili veut priver Struff d'un 1er titre chez lui #BWMOpen #Munich #Basilahsvili #Struff #Tennis - TennisActuსაქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი 3 მაისიდან მსოფლიო რეიტინგში 4 პოზიციით აინაცვლებს და 31-ე გახდება.

აღდგომას ჩვენებურმა მიუნხენის 250-იანთა კატეგორიის ტურნირი მოიგო და 250 სარეიტინგო ქულასთან ერთად 41 145 ევრო და ახალთახალი BMW-ს ავტომობილი მოიპოვა. მიუნხენის ტურნირის სატიტულო სპონსორი ხომ BMW გახლდათ.

ფინალში ბასილაშვილმა 2 სეტში 6:4 7:6 მოუგო მასპინძელ იან ლინარდ შტრუფს და კარიერაში მე-5 ტიტული მოიგო.

შეხვედრის სტარტი ნიკას იდეალური გამოუვიდა – პირველსავე გეიმში დააბრეიკა მეტოქე და ანგარიშში წინ გავიდა 1:0 და სეტის ბოლომდე უპრობლემოდ შეინარჩუნა ბრეიკიანი უპირატესობა 6:4.

მეორე პარტიაში სეტი ტაიბრეიკზე გადავიდა, სადაც მცირე უპირატესობა ნიკამ მოიპოვა – 4:4-ზე ბასილაშვილმა მინიბრეიკი შეასრულა და მალე ორმაგი მატჩპოინტი მიიღო. შტრუფმა პირველი მატჩბოლი მოიგერია, მეორე შემთხვევაში კი ნიკამ უნაკლოდ ითამაშა 6:4 7:6 (7:5).