დავით ნინიაშვილი ბექა საღინაძის კვალს გაჰყვა და კარიერას ისიც ტოპ-14-ის „ლიონში“ გააგრძელებს!
18 წლის ბორჯღალოსანმა ფულბექმა ლიონური კლუბის დამრიგებლის პიერ მინიონის ყურადღების ცენტრში თავისი სანაკრებო დებიუტისთანავე აღმოჩნდა. მაშინ ჯერ კიდევ 17 წლისა, „შემოდგომის ერთა თასზე“ ირლანდიასთან შეხვედრაში შეცვლაზე შევიდა და მას მერე ლიონელები ყურადღებით აკვირდებოდნენ.
დავითმა საფრანგეთის მთავარი ლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და პირველ სეზონს ესპუართა შორის გაატარებს. თუმცა, სეზონისთვის მზადებას უნიჭიერესი ქართველი მთავარ გუნდთან ერთად გაივლის და ჩემპიონატის მსვლელობისასაც დროდადრო „ლიონის“ ძირითად გუნდში ივარჯიშებს, რაც გვაფიქრებინებს, რომ დავით ნინიაშვილის დებიუტი უმაღლეს საკლუბო დონეზე დამდეგ სეზონშივე შედგებს.
არადა, დავით ნინიაშვილი საფრანგეთის მთავარ სარაგბო ლიგაში ისე გადადის, რომ საქართველოს დიდ-10-ში ერთი მატჩიც არ უთამაშია! მთელი მისი საკლუბო გამოცდილება რეგიონალლიგასა და ცოტაც პირველ ლიგაში თბილისის „ხვალის“ შემადგენლობაში გამოსვლებით შემოიფარგლება.
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური29/08/2026 | 20:22ტური 6 დებიუტით
აქეთურ-იქითური25/08/2026 | 15:0652 ქართველით და ხმაურიანი ტრანსფერებით
აქეთურ-იქითური19/07/2026 | 15:50სამხრეთაფრიკული ჰეგემონია
აქეთურ-იქითური19/07/2026 | 00:31ბორჯღალოსნებმა ჩილეც წააქციეს
