მიუნხენში დაიწყო საჩოგბურთო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდი 481.270 ევროა. პირველივე წრეში საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბრაზილიელი ტიაგო მონტეირო იოლად – 6:2, 6:3 დაამარცხა.
ბასილაშვილმა ცუდად დაიწყო, მეოტქეს პირველივე მოწოდება დაუთმო. თუმცა, ამის მერე სანერვიულოდ საქმე აღარ მოუცია. მთელი მატჩის განმავლობაში აკონტროლებდა თამაშს, რაც ანგარიშიდანაც კარგად ჩანს.
მომდევნო წრეში ბასილაშვილი კოლუმბიელ დანიელ რივეროს შეხვდება, რომელმაც ამერიკელი სებასტიან კოდრა დაჯაბნა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი06/06/2026 | 20:36როლან გაროსი ანდრეევამ მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 14:07ფავორიტები გავარდნენ
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 20:40ლუკა ჩემპიონი
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 14:59ბითაძე ფლეი ოფში
