No description available.ინგლისური პრემიერლიგის ხელმძღვანელობამ დიდების დარბაზის დაარსება დააანონსა. მისი პირველი წევრები კი ალან შირერი და ტიერი ანრი გახდებიან.

წლის ბოლომდე დიდების დარბაზის წევრი კიდევ 6 ფეხბურთელი იქნება და მათ შერჩევაში ქომაგები მიიღებენ მონაწილეობას.

ალან შირერს „საუთჰენპტონში“, „ბლექბერნსა“ და „ნიუკასლში“ 14 წელიწადში გამართულ 441 შეხვედრაში 260 გოლი აქვს გატანილი და ამ მაჩვენებლით ლიგის ისტორიაში საუკეთესოა. 1994-1995 წლების სეზონში მან „რივერსაიდელებთან“ ერთად ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.

ტიერი ანრიმ არსენ ვენგერის „არსენალში“ 175 გოლის გასატანად 258 მატჩი იკმარა და დღემდე კლუბის საუკეთესო გოლეადორად რჩება. მისმა გოლებმა „მეთოფეებს“ ორჯერ მოუტანა ჩემპიონის ტიტული.

ახლა უკვე ქომაგები გადაწყვეტენ, ვინ შეუერთდება ამ ორი ლეგენდარული ფორვარდის კომპანიას.