მიუნხენის „ბაიერნი“ მოლაპარეკებას აწარმოებს „ლაიფციგთან“ გუნდის მთავარი მწვრთნელის, იულიან ნაგელსმანის დათმობის თაობაზე.
„ლაიფციგი“ მზად არის, გაწყვიტოს კონტრაქტი 35 წლის სპეციალისტთან, თუმცა კომპენსაციის სახით 30 მილიონ ევროს ითხოვს. მანამდე ეს თანხა 15-20 მილიონის ფარგლებში მერყეობდა.
რაც ჰასან სალიჰამიჯიჩთან ომობანათი დაღლილმა ჰანსი ფლიკმა „ბაიერნის“ დატოვება და გერმანიის ნაკრებში გადაბარგება გადაწყვიტა, „რეკორდმაისტერი“ ცაიტნოტში აღმოჩნდა. სწორედ ამით ისარგებლა „ლაიფციგმა“ და საკომპენსაციო თანხა, ფაქტობრივად, გააორმაგა. რაც შეეხება თავად იულიან ნაგელსმანს, მიუნხენურ კლუბში გადაბარგება სწადია და ამის შესახებ ლაიფციგელთა ხელმძღვანელობას უკვე აცნობა.
შეგახსენებთ, რომ ნაგელსმანი „ლაიფციგში“ 2019 წლიდან მუშაობს, მანამ კი „ჰოფენჰაიმს“ ედგა სათავეში.