
როგორც კი ინგლისში დადგა დღე, როდესაც ჩვეულებრივი ცხოვრების მაგვარი ქცევა შესაძლებელი გახდა, ტრიბუნიდან დინ მარტინის სიმღერა გაისმა… თუმცა, ამ შემთხვევაში უმჯობესი იქნება თუ ვიტყვით, რომ აჟღერდა „მანჩესტერ სიტის” ჰიმნი „ლურჯი მთვარე”. „უემბლიზე” „სიტის” 2 ათასი ფანი შეუშვეს. მათი ხმა პეპ გვარდიოლასა და მის ბიჭებს ათეულობით ათასის გუგუნად ესმოდათ.
სულ სტადიონის კარი 8 ათას გულშემატკივარს გაუღეს — ასეთი გახლდათ სამთავრობო გადაწყვეტილება მას მერე, რაც ბრიტანეთში კოვიდზე ხალხის დიდძალი რაოდენობა აიცრა.
„მანჩესტერ სიტიმ” „ტოტენჰემ ჰოთსპურს” 1:0 მოუგო და ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა „კარაბაოს” იგივე ლიგის თასი. „ქალაქელთა”, ბოლო ათი ჯილდოდან შვიდი სწორედ „კარაბაოს” თასია.
ზუსტად ერთ კვირაში კი, „სიტის” შეუძლია პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვოს.
მანკუნიანელებმა „დეზებს” აშკარად აჯობეს. მათ უფრო თვალსაჩინო გამარჯვება ეკუთვნოდათ, ვიდრე თამაშის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე, სტანდარტული მდგომარეობიდან ერთი გოლის გატანაა — კევინ დე ბრუინმა ბურთი საჯარიმოდან ჩააწოდა და ამერიკ ლაპორტმა თავით შეაგდო.
„ტოტენჰემის” ვარსკვლავ ჰარი კეინს კი ისევ მოუწევს კარიერაში პირველი ჯილდოს ცდა. ნუ, ან კლუბი უნდა შეიცვალოს.
„სფურზს” უკვე 13 სეზონია არაფერი მოუგია.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ „ტოტენჰემ ჰოთსპურმა” სამსახურიდან გაუშვა ჟოზე მოურინიუ და მის ნაცვლად ფინალში გუნდი გამოუცდელმა რაიან მეისონმა გაიყვანა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური08/09/2026 | 07:23მბაპე: თავი კვლავ მსოფლიოს საუკეთესოდ მიმაჩნია, მაგრამ…
სიახლეები07/09/2026 | 08:55ქოჩორას ჭარბი მონდომება
მთავარი ამბავი07/09/2026 | 07:05კვერნაძემ ორი ქულის დაკარგვა არ დაუშვა
აქეთურ-იქითური06/09/2026 | 08:54როდის ითამაშებენ მესი და რონალდუ ერთ გუნდში?
