
უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩერეფინმა თქვა, რომ თუ სუპერლიგის შექმნაზე ფიქრს არ შეეშვებიან, „რეალს” და „ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთა ემუქრებათ.
მოგეხსენებათ, ეს ორი ესპანური გიგანტი იმ თორმეტ ბობოლა კლუბს შორის იყო, რომელთაც მიმდინარე კვირის დასაწყისში ევროპის სუპერლიგა დააფუძნეს, მაგრამ შემდეგ რვამ უკან დაიხია და იდეის ერთგულად ოთხიღა დარჩა.
სუპერლიგის პროექტს ყველაზე დიდი დარტყმა ექვსმა ინგლისურმა კლუბმა მიაყენა, რომელთაც მადრიდის „ატლეტიკომ” და „ინტერმა” მიბაძეს. თავიანთ პოზიციაზე ყინჩად დარჩნენ „ბარსა” და „რეალი”. ისინი კვლავ ეძებენ გზებს დიდი შემოსავლის მომტანი შეჯიბრების შესაქმნელად. „იუვენტუსმა” და „მილანმა” კი გასული კვირა დიდ ფიასკოდ გამოაცხადეს, მაგრამ სუპერლიგიდან ოფიციალურად არ გასულან.
და აი, პარასკევს, ჩეფერინმა საინფორმაციო სააგენტო AP-ს უთხრა, რომ ამ ოთხმა კლუბმა საბოლოოდ და მკაფიოდ უნდა გადაწყვიტოს რას აპირებს.
ჩეფერინი: „დღესავით ნათელია, რომ ამ კლუბებმა უნდა თქვან, სუპერლიგაში რჩებიან თუ ჩვეულებრივი ევროპული კლუბები არიან. თუკი ისინი იტყვიან, რომ სუპერლიგაში რჩებიან, ბუნებრივია, ჩემპიონთა ლიგაში მათი ადგილი აღარ იქნება. და თუ ისინი საამისოდ მზად არიან, დაე დაიწყონ თავიანთ შეჯიბრებაში მონაწილეობა”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი12/07/2026 | 12:31სკალონი: კიდევ ერთხელ გაგვიმართლა
მთავარი ამბავი12/07/2026 | 11:08ტუხელი: მენტალიტეტი შეგიძლიათ ბოთლებში ჩამოასხათ და გაყიდოთ, მაგრამ…
სიახლეები11/07/2026 | 09:05კურტუა: მე გასვლა არ მინდოდა
მთავარი ამბავი11/07/2026 | 07:54მთავარი ესპანელი
