ევროპის სუპერლიგაზე მთელს მსოფლიოში მსჯელობენ. ესპანურმა „მარკამ” ამ საკითხთან დაკავშირებით გამოკითხვა ჩაატარა და 800 000 გამოხმაურება მიიღო.
ამბიციურ პროექტში ესპანეთიდან სამი კლუბი, „ბარსელონა”, „რეალი” და „ატლეტიკო” მონაწილეობდნენ, მაგრამ ექვსმა ინგლისურმა კლუბმა ყველაფერი ჩაშალა — ისინი ჯერ შევიდნენ სუპერლიგაში, შემდეგ კი საზოგადოების ზეწოლას ვერ გაუძლეს და გავიდნენ. ამ ეტაპზე, სუპერკლუბთა გაერთიანება 72 საათიანი გამოდგა.
„მარკა” წერს, რომ მისი მკითხველების დიდი ნაწილის აზრით, სუპერლგის ფიასკო რეალურად მართლა ინგლისელი ფანების პროტესტმა განაპირობა, მაგრამ ადრე თუ გვიან, პროექტი ისევ წამოყოფს თავს.
მკითხველი მიიჩნევს, რომ ბობოლათა გეგმაში „რეალის” მონაწილეობამ ანტიმადრიდული განწყობილებები გააძლიერა და ეს აუცილებლად შეუშლის კლუბს ხელს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში.
გთავაზობთ, „მარკას” გამოკითხვის შედეგებს:
სუპერლიგის ჩაშლის მიზეზი მართლა ინგლისელი ფანების პროტესტი იყო?
დიახ: 60%; არა: 40%
დაზიანდა თუ არა ფლორენტინო პერესის იმიჯი?
დიახ: 57%; არა: 14%; დიახ, მაგრამ „რეალის” ფანებს შორის არა: 29%
როგორ მოიქცნენ „ბარსელონა” და ატლეტიკო” ამ პროექტთან დაკავშირებით?
ჭკვიანურად. მხარიც დაუჭირეს და არც დაიწვნენ: 52%; ლაჩრულად: 48%
ისევ დაბრუნდება თუ არა სუპერლიგის პროექტი?
დიახ: 44%; დიახ, მაგრამ მთავარ როლებში სხვა კლუბები იქნებიან: 23%; არა: 33%
გადაიხდის თუ არა ამ პროექტში მონაწილეობისთვის საფასურს „რეალი”?
დიახ, გაიზრდება ანტიმადრიდული განწყობილება: 51%; დიახ, მომხდარი გავლენას იქონიებს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე: 24%; არა, კლუბი მოაგვარებს ურთიერთობას ფიფასა და უეფასთან: 10%; როგორც კი თამაშები განახლდება, ყველას ყველაფერი დაავიწყდება: 15%
დაეხმარება თუ არა მომხდარი უეფას ჩემპიონთა ლიგის ფორმატის რეფორმაში?
დიახ: 58%; დიახ, მაგრამ მთავარ როლებში სხვა კლუბები იქნებიან: 27%; არა: 15%