May be an image of 1 ადამიანი, playing football და ბალახიმიმდინარე ეროვნული ლიგის პირველი წრე დასრულდა. ლიდერი მოქმედი ჩემპიონი თბილისის „დინამოა.“ მდევარმა, „ბათუმმა“ კი მე-9 ტურში პირველად წააგო და ლიდერს 4 ქულით ჩამორჩა.

ტურის გახსნის მატჩში სეზონის პირველი ჰეთ-თრიქი დაფიქსირდა. „საბურთალოს“ 23 წლის მოლდოველმა ნახევარმცველმა, დმიტრი მანდრიჩენკომ სტუმრად „სამტრედიას“ სამჯერ გაუტანა.

შედგა ორი მწვრთნელის დებიუტი და ორივე წარმატებული აღმოჩნდა. „საბურთალო“ მინდორზე ლაშა ნოზაძემ გაიყვანა, რომელიც კარგა ხანია კლუბში მუშაობს, თუმცა უახლოეს დღეებში საბურთალოელებს 46 წლის ხვიჩა შუბითიძე ჩაიბარებს. შუბითიძე ჩვენი გულშემატკივრებისთვის კარგად ნაცნობი არ არის, ის 26 წელიწადი გერმანიაში იყო. ჯერ როგორც ფეხბურთელი, შემდეგ – მწვრთნელი.

ნოზაძემ კი თავის გუნდს სამტრდიაში მოაგებინა (2:3).

მოგებით დაიწყო მუშაობა „სამგურალში“ სოსო ფრუიძემ.  წყალტუბოელებმა შინ „ტორპოედო“ 2:1 დაამარცხეს. სხვათა შორის, „ტორპედო“ ჯერჯერობით ერთადერთი მოუგებელი გუნდია ლიგაში.

მასპინძელთა გოლებიდან განსაკუთრებით ეფექტური პირველი გამოდგა, რომელიც საჯარიმოს გარედან გაიტანა ცხრიანში სერგო კუხიანიძემ. სერგო მართლაც პერსპექტიული ყმაწვილია, ლიდერად ყალიბდება, თუმცა ახალგაზრდაა და კიდევ ბევრი უნდა ისწავლოს.

მოკლედ, ფრუიძის წარმატებული რე-დებიუტი ვნახეთ წყალტუბოში. რე-დებიუტი იმიტომ, რომ თავის დროზე მან სწორედ „სამგურალში“ დაიწყო სამწვრთნელო კარიერა, მერე კი „ჩიხურას“ ისტორია დაწერა.

May be an image of 1 ადამიანი, playing a sport და გარეთძალიან ლამაზი გოლი გაიტანა ტურის ბოლო შეხვედრაში გორელმა ნიკა გაგნიძემ. „დილა“ – „ბათუმის“ მატჩის ბოლო წუთები მიმდინარეობდა, როცა რევაზ ჩიტეიშვილის მიერ ჯარიმიდან ჩაწოდებული ბურთი, მიწაზე დაუშვებლად დაარტყა კარში. ულამაზესი გოლი გამოვიდა ცხრიანში.

ისევ გაიტანა გურამ კაშიამ. თუმცა მისმა „ლოკომოტივმა“ „დინამოსთან“ წააგო (1:3), გურამს 8 მატჩში უკვე  სამი გოლი მოუგროვდა, რაც მცველისთვის ურიგო შედეგი არ არის. ისე, კაშიას ამ მხრივ, ყველაზე ხვავიანი სეზონი ჰოლანდიაში წასვლამდე,  2009-10 წლებში ჰქონდა, როცა 8 ბურთი გაიტანა.

ისევ წააგო „თელავმა,“ ზედიზედ მესამედ…

და ბოლოს, მე-9 ტურის ორი შეხვედრის სამსაჯოდ („ლოკომოტივი“ – „დინამო,“ „დილა“ – „ბათუმი“) საერთაშორისო, მიღებული პრაქტიკის  გათვალისწინბებით, ფეხბურთის ფედერაციამ თურქ მსაჯთა ბრიგადა მოიწვია.

სამტრედია 2:3 საბურთალო

0:1 მანდრიჩენკო (9), 1:1 რუხაძე (18), 1:2 მანდრიჩენკო (39), 2:2 ჟუნიორი (48), 2:3 მანდრიჩენკო (52)

ლოკომოტივი 1:3 დინამო

0:1 მექვაბიშვილი (74), 0:2, 0:3 მარუშიჩი (80, 82), 1:3 კაშია (85)

შუქურა 2:0 თელავი

1:0 სარდალიშვილი (76), 2:0 ჯერალდო (81)

სამგურალი 2:1 ტორპედო

0:1 მამასახლისი (17 პენ), 1:1 კუხიანიძე (38), 2:1 კირკიტაძე (76 პენ)

დილა 2:1 ბათუმი

1:0 ღუდუშაური (23), 2:0 გაგნიძე (89), 2:1 მამუჩაშვილი (90+5 პენ)

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
ბათუმი362112373:2775
დინამო36217859:2870
დილა361710948:3561
საბურთალო361512952:4057
ლოკომოტივი361581357:5953
თელავი361281635:5344
სამგურალი369141334:4641
ტორპედო369131438:4440
შუქურა365121928:4927
სამტრედია36562533:7621

მეგოლეები: ზორან მარუშიჩი (დინამო) – 5, გიორგი გაბედავა (დინამო), იური ტაბატაძე (საბურთალო) – 4