ხვიჩა კვარაცხელია სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელესრომელ იტალიურ და გერმანულ გრანდს აღარ დაუკავშირეს ხვიჩა კვარაცხელია. ინტერესი, შესაძლოა, რეალურად იყო, მაგრამ პრაქტიკულ მოქმედებებზე არავინ გადასულა. როგორც ხვიჩას აგენტმა მამუკა ჯუღელმა თქვა, ჯერ მარტო ამატერდამის „აიაქსი“ გადავიდა სიტყვებიდან საქმეზე.

რამდენიმე დღეში ჯუღელს შეხვედრა ექნება „აიაქსის“ სპორტულ დირექტორ მარკ ოვერმარსთან. თუ მოლაპარაკების პროცესი წარმატებით ჩაივლის, ჰოლანდიელებს კვარაცხელიას წაყვანა ამ ზაფხულსვე სურთ. ურიგო ვარიანტი არ უნდა იყოს. რომელიმე სუპერგრანდში სათადარიგოთა სკამზე ჯდომა ხვიჩას ნამდვილად არ წაადგება, „აიაქსში“ კი ახალგაზრდა ფეხბურთელებს შანსს გაცილებით მეტად აძლევენ.

იგივე აზრისაა „რუბინის“ მთავარი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი – ხვიჩა ამბიციური ბიჭია და მუდმივი სათამაშო პრაქტიკის გარეშე შესაძლოა ფსიქოლოგიურად გატყდესო.