ლონდონურმა „ჩელსიმ“ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის ორი მატჩის ჯამში „პორტუ“ დაამარცხა (2:0, 0:1). ჩემპიონთა ლიგის ეპოქაში, ანუ 1992/1993 წლების სეზონიდან მოყოლებული, ეს ლონდონელთა მერვე ნახევარფინალია, ინგლისურ კლუბებს შორის კი საუკეთესო შედეგია.
იმავე პერიოდში ლიგის ნახევარფინალს „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 7-ჯერ უწია. იგივე 5-ჯერ მოახერხა „ლივერპულმა“ და 2-ჯერ „არსენალმა“.
კიდევ სამ ინგლისურ კლუბს – „სიტის“, „ტოტენჰემს“ და „ლიდსს“ საამაყოდ ლიგის საუკეთესო ოთხეულში მხოლოდ თითოჯერ გასვლა აქვთ. ნახევარფინალში თომას ტუხელის გუნდი „რეალსა“ და „ლივერპულს“ შორის უმჯობესს შეხვდება.