ნიდერლანდური ერედივიზიის 29-ე ტურის მატჩში, „გრონინგენი“ შინ „ჰერენვენთან“ 0:2 დამარცხდა. 78-ე წუთზე მასპინძელთა რიგებში 37 წლის არიენ რობენი გამოჩდა, თუმცა თავი მაყურებელს ვერაფრით დაამახსოვრა.
აქამდე რობენს ნახევარ წელიწადს აღარ ეთამაშა. ბოლოს ის მინდორზე 2000 წლის 18 ოქტომბერს იხილეს, „უტრეხტის“ წინააღმდეგ შეხვედრაში (0:0).
„მგონი ყველაზე რთული რეაბილიტაცია იყო ჩემს კარიერაში. ეს მატჩი ერთგვარი საჩუქარივით გახლდათ. ხანდახან ვფიქრობდი: ნეტავ კიდევ აქვს დაბრუნებას აზრი? მაგრამ ძალიან მინდოდა მინდორზე გასვლა.
მომავალ სეზონში თუ ვითამაშებ? არ მგონია ჩემს მეუღეს ეს იდეა მოეწონოს. მოდით, ჯერ ვნახოთ უახლოეს კვირებში რა მოხდება“, – უთხრა რობენმა ჟურნალისტებს.