May be an image of 1 ადამიანი, standing, playing a sport და გარეთწლევანდელ ეროვნულ ლიგაში თბილისის „ლოკომოტივი“ მთავარ მადისაღმძვრელად მოგვევლინა. თითქმის ყველა თამაში სანახაობრივი გამოუვიდა. აგერ, ბატონო – „თელავთან“ 3:2, „სამტრედიასთან“ 3:4 და ახლა „სამგურალთან“ 2:3… ასეთი თამაშები ლიგას სხვა ელფერს აძლევს.

ეგ არის, ბევრი გააქვთ, მაგრამ ბევრსაც უშვებენ. დღეისათვის გია ჭიაბრიშვილის შეგირდებმა ლიგაში ყველაზე მეტი ბურთი გაუშვეს – 12.

ისევ გაიტანა გურამ კაშიამ და ბომბარდირებშიც გაერია. შესანიშნავი ბურთი შეაგდო თორნიკე კირკიტაძემ. მისი დარტყმული თავიდან მეკარე მაქსიმე ქვილითაიამ მოიგერია, თუმცა გამოვარდნილ ბურთთან პირველი ისევ თორნიკე აღმოჩნდა და მეკარე-მცველებთან ბრძოლაში ქუსლით ეფექტურად გაიტანა.

მაგრამ „რკინიგზელები“ მაინც დამარცხდნენ. მათი მეტოქე კი დებიუტანტი „სამგურალი“ გახლდათ, რომელმაც მიმდინარე სეზონში პირველად გაიმარჯვა. უჩა სოსიაშვილის შეგირდები ნახევარი საათის თავზე უკვე 1:3 იგებდნენ. ტაიმის დამატებულ წუთზე კირკიტაძემ, უკვე ნახსენები გოლი გაიტანა და ანგარიშში სხვაობა შეამცირა. ეს იყო და ეს, მასპინძლები შესვენების შემდეგაც ბევრს უტევდნენ, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.

ლიდერმა „დინამომ“ ზესტაფონში მომასპინძლე ქობულეთის „შუქურას“ 0:2 მოუგო გიორგი გაბედავას პენალტითა და შეცვლაზე შესული 21 წლის თორნიკე ახვლედიანის გოლებით. მიმდინარე სეზონში მეორედ უჩვენეს წითელი ბარათი სტუმართა თავკაც გიორგი ნემსაძეს.

May be an image of 1 ადამიანი, playing a sport და გარეთMay be an image of 1 ადამიანი, standing და ბალახიმართალი გითხრათ, ასეთი რამ არც გვახსენდება ეროვნულ ლიგაში, 7 ტურის შემდეგ რომელიმე გუნდის მთავარი მწვრთნელი ორჯერ გაეძევებინოთ… „დინამომ“ მიჯრით მეოთხედ გაიმარჯვა და ლიდერობა შეინარჩუნა.

მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა „საბურთალომ“ გორში, „დილასთან.“ თუმცა მატჩი ერთობ დაძაბული და ნერვიული გამოდგა. მსაჯმა გიორგი კიკაჩეიშვილმა ფეხბურთელებს ჯამში 10 ყვითელი ბარათი უჩვენა, გორელი დავით მაისაშვილი გააძევა და ერთიც პენალტი დანიშნა. ხშირი იყო კამათი ფეხბურთელებს და მსაჯ-ფეხბურთელებს შორის. მოკლედ, საბურთალოელებმა ერთი დავიდარაბით გაიმარჯვეს და ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულეს.

ტურის ბოლო შეხვედრაში  ბათუმის „დინამომ“ „თელავი“ სტუმრად 1:2 დაამარცხა და მეორე ადგილზე დარჩა.

ერთადერთ მოუგებელ გუნდად კი ლიგაში ქუთაისის „ტორპედო“ რჩება, რომელიც ამჯერად  „სამტრედიას“ უგოლოდ დაშორდა.

სამტრედია 0:0 ტორპედო

ლოკომოტივი 2:3 სამგურალი

0:1 კუხიანიძე (9), 0:2 ბურჯანაძე (15), 1:2 კაშია (20), 1:3 ფონიავა (27), 2:3 კირკიტაძე (45+2)

შუქურა 0:2 დინამო (ზესტაფონში)

0:1 გაბედავა (65 პენ), 0:2 ახვლედიანი (84)

დილა 1:2 საბურთალო

0:1 ტაბატაძე (41), 1:1 ბიძინაშვილი (53), 1:2 ერისთავი (85 პენ)

გაძევება: მაისაშვილი (62) – დილა

თელავი 1:2 ბათუმი

0:1 ჯიღაური (58), 0:2 ალთუნაშვილი (60), 1:2 არდაზიშვილი (66)

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
ბათუმი362112373:2775
დინამო36217859:2870
დილა361710948:3561
საბურთალო361512952:4057
ლოკომოტივი361581357:5953
თელავი361281635:5344
სამგურალი369141334:4641
ტორპედო369131438:4440
შუქურა365121928:4927
სამტრედია36562533:7621

მეგოლეები: გიორგი გაბედავა, ზორან მარუშიჩი (ორივე – დინამო) – 3, გურამ კაშია, თორნიკე კირკიტაძე, ირაკლი სიხარულიძე (ყველა – ლოკომოტივი), შალვა ბურჯანაძე, სერგო კუხიანიძე (ორივე – სამგურალი), შოთა ნონიკაშვილი, იური ტაბატაძე (ორივე – საბურთალო), ლაშა შერგელაშვილი (თელავი), თორნიკე ახვლედიანი (დინამო), ფადი ზიდანი (ტორპედო), ჯაბა ჯიღაური (ბათუმი), ვანდერსონ სილვა (დილა) – 2