The limb-tracking tech would allow referees to know if a player was offside almost immediatelyლონდონის „არსენალის“ ყოფილი თავკაცის, ამჟამად კი ფიფაში ფეხბურთის გლობალური განვითარების დეპარტამენტის შეფის, არსენ ვენგერის განცხადებით, ფეხბურთში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნოვაცია იგეგმება.

შესაძლოა, ეს ცვლილება უკვე 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან ამოქმედდეს. საქმე ეხება თამაშგარე მდგომარეობის ავტომატურად დაფიქსირების სისტემას.

გვერდითი მსაჯი სამაჯურზე წითელ სიგნალად მიიღებს თამაშგარეს შესახებ ინფორმაციას. ვენგერის აზრით, ნახევრადავტომატურ VAR სისტემას დიდი დრო მიაქვს. ხშირად გუნდი უკვე გოლს ზეიმობს და მერეღა ხდება მისი გაუქმება.

ზოგადად ტექნოლოგია უკვე მზად არის. საქმე მხოლოდ იმაშია, როდიდან მოხდება მისი მასობრივად დანერგვა.