NBA-ს მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი და დასავლეთ კონფერენციის ლიდერი „იუტა ჯაზი“ სათამაშოდ მემფისში მიფრინავდა, როდესაც თვითმფრინავის პილოტმა ავარიული დაჯდომის უფლება მოითხოვა.
„ჯაზმენები“ ავიაკასტროფას გადაურჩნენ, მიზეზი კი ფრინველები არიან. აფრენიდან რამდენიმე წუთში გადამფრენი ფრინველების გუნდი თვითმფრინავს შეეჯახა და ძრავა დაუზიანა. ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავის პილოტმა სასწრაფოდ უკან დაჯდომის უფლება მიიღო
რამდენიმე საათში გუნდი მემფისისკენ უსაფრთხოდ გაფრინდა და ჩაფრინდა.