მორის ყვითელაშვილი - popsportმორის ყვითელაშვილმა, რომელიც ფიგურულ ციგურაობაში 2021 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ანგარიშგასაწევ ძალად ითვლებოდა, ძალიან სუსტად იასპარეზა და ფინალში რის ვაი-ვაგლახით გავიდა.

26 წლის სპორტრსმენი ყინულზე ბოლო, 33-ე ნომრად გავიდა, რაც ნიშნავდა, რომ წესით ფავორიტთა შორის უნდა ყოფილიყო, მაგრამ სამი უხეში შეცდომა დაუშვა, მსაჯებისგან 74.66 ქულა (37.63+37.03) დაიმსახურა, რაც 21-ე შედეგი აღმოჩნდა. ფინალურ ჯგუფში კი მაინც მოხვდა, რადგან შეჯიბრებას 24 საუკეთესო აგრძელებდა.

არადა, ყვითელაშვილის საუკეთესო მაჩვენებელი მოკლე პროგრამაში 89.94 ქულაა.