შვედეთში გამგზავრებამდე საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს კიდევ ერთი დანაკლისი აქვს – სავალდებულო კოვიდ-ტესტის შემდეგ დავით ხოჭოლავას დადებითი პასუხი მიუვიდა.
შედეგად, ნაკრებმა დღეს მის გარეშე ივარჯიშა. მის ნაცვლად ბათუმის „დინამოს“ მცველი მამუკა კობახიძე გამოიძახეს, მაგრამ დღეს მას აღარ უვარჯიშია.
სულ 24 ფეხბურთელმა ივარჯიშა. მათ შორის, ეროვნული ნაკრების ყველა დებიუტანტი.
გუნდი შვედეთში ამაღამ გაფრინდება…