საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით გუნდი ჯერ არ შეკრებილა, რომ იძულებითი ცვლილება უკვე გაკეთდა. ვილი სანიოლმა თორნიკე ოქრიაშვილის ნაცვლად პოლონური „ლეგიას“ ნახევარმცველ ვაკო გვილიას უხმო. ოქრიაშვილმა ტრავმა კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურში მიიღო.
ნაკრები დღეს საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე შეკრებაზე შევა და სანიოლის ხელში პირველ ვარჯიშს გამართავს. შეგახსენებთ, ეროვნული გუნდი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საწყის სამ მატჩს 6-დღიან ინტერვალში გამართავს: 25 მარტს, შვედეთის ნაკრებს ესტუმრება, 28 მარტს, თბილისში ესპანეთს დაუხვდება, ხოლო 31 მარტს, სალონიკში ჩავა და საბერძნეთს ეთამაშება.
სანიოლის გუნდი შვედეთში ხვალ გაფრინდება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სადღეისოდ ასეთია:
მეკარეები: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ლოკომოტივი“), ლაზარე კუპატაძე („დინამო“ ბთ);
მცველები: გურამ კაშია („ლოკომოტივი“), ოთარ კაკაბაძე („ტენერიფე“, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა („შახტარი“, უკრაინა), გია გრიგალავა („არსენალი“, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე („უფა“, რუსეთი), ლაშა დვალი („ფერენცვაროში“, უნგრეთი), გურამ გიორბელიძე („ვოლფსბერგერი“, ავსტრია), გრიგოლ ჩაბრაძე („დინამო“ ბთ);
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა („ვალენსიენი“, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია („კარტახენა“, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე („ანკარაგიუჯიუ“, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური („დინამო“ ბთ), ლაშა პარუნაშვილი („ესბიერგი“, დანია), ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია („რუბინი“, რუსეთი), ლევან შენგელია („ქონია“, თურქეთი), ვაკო გვილია („ლეგია“, პოლონეთი);
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია („ანორთოსისი“, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე („სერენი“, ბელგია), ბუდუ ზივზივაძე („ფეჰერვარი“, უნგრეთი), გიორგი ბერიძე („უიპეშტი“, უნგრეთი).