იაპონიაში მიმდინარე ჰარუ ბაშოს მეხუთე დღეს ქართველმა გოლიათმა ლევან გორგაძემ მესამე გამარჯვება მოიპოვა და იმის იმედი მოგვცა, რომ ტურნირს დადებითი ბალანსით დაასრულებს. მისი მეტოქე ოკინოუმი იყო და ყველაფერი „ქართული სცენარით“ წარიმართა. ტოჩინოშინმა მარცხენა ჩავლება მოიპოვა და მეტოქე ისევე გაიტანა, როგორც არაერთი გაუტანია.
ხვალ ლევანის მეტოქე მისთვის აქამდე უცნობი ტობიძარუ იქნება, რომელიც ახლახანს აღზევდა ელიტაში.