შფოთიანი ტური გამოდგა. შფოთის ავტორი კი „საბურთალო“ გახდა, რომელმაც „დინამოსთან“ 3:4 წააგო და ატყდა ერთი ამბავი. საბურთალოელთა თავკაცი, ლევან კორღალიძე მსაჯ გოგა კიკაჩეიშვილს შემოსწყრა: მეტოქე მცველს საჯარმოში ბურთი ხელზე მოხვდა და პენალტი რატომ არ დანიშნეო. თუმცა, ეს მხოლოდ მიზეზი იყო. შემდეგ კი სოციალურ ქსელში პოსტიც გამოაცხო, რასაც „საბურთალოს“ პრეზიდენტის, ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებაც მოჰყვა, რომელმაც ჟურნალისტებს უთხრა: პროფესიული ფეხბურთიდან დროებით მივდივარ, ძირითად გუნდში ინვესტიციებს აღარ განვახორციელებ და მთელ ენერგიას საკლუბო აკადემიის განვითარებას მოვახმარო. მანამდე კი მსაჯებთან და სფფ-ის თანამშროლებთან ერთობ ემოციური საუბარი ჰქონია.
ძნელი სათქმელია, ეს ემოციებია თუ ნამდვილი ამბავი. თუ ნამდვილია, მაშინ ცუდად ყოფილა საქმე. „საბურთალო“ ბოლო წლებში ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მოწესრიგებული და სტაბილური გუნდი იყო და მისი არევა არა მარტო კლუბს, არამედ მთელ ქართულ ფეხბურთს ძალიან დააზარალებს.
საკუთრივ თამაში კი კარგი საცქერი გამოდგა, გოლებიც ბლომად გავიდა. ოღონდ ეგ არის, მათი უმეტესობა მცველების უხეშ შეცდომებს მოჰყვა.
დუბლი მიითვალეს დინამოელთა სერბმა ახლწვეულმა, ზორან მარუშიჩმა და საბურთალოელმა შოთიკო ნონიკაშვილმა, რომელმაც ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა.
„თელავთან“ მატჩში ასევე ორი გოლი „ტორპედოს“ პალესტინელმა შემტევმა, ფადი ზიდანმაც გაიტანა.
ლიდერი „დილა“ თავიდან აგებდა დებიუტანტ „სამგურალთან“ მაგრამ ბრაზილიელი ვანდერსონ სილვას პენალტით და გვინეელი უსმანე კამარას გოლით მაინც გაიმარჯვა და კვლავ სათავეში უდგას გათამაშების ცხრილს.
მას კვალში უდგას ბათუმის „დინამო,“ რომელმაც ასევე გორში, „სამტრედია“ გიორგი ნიქაბაძის პენალტითა და ახალწვეული გიორგი ფანცულაიას გოლით დაამარცხა.
ბოლოს, ცოტა მსუბუქ ნოტზე დავამთავროთ. წინა ტურში ჯამში სულ ორი გოლი გავიდა და სოციალურ ქსელებში სალაღობო პოსტები გაჩნდა: აბა, ტურის სამი საუკეთესო გოლი დაასახელეთო. თითქოს ფეხბურთელებმა ისმინესო და ყველაზე უხვი – 19 გოლიანი ტური ვიხილეთ. ამჯერად ერთით ნაკლები ბურთი გავიდა ვიდრე, მანამდე სამივე ტურში ერთად…
ბათუმი 2:0 სამტრედია (გორში)
1:0 ნიქაბაძე (11 პენ), 2:0 ფანცულაია (45)
სამგურალი 1:2 დილა (ზესტაფონში)
1:0 ბურჯანაძე (6), 1:1 სილვა (65 პენ), 1:2 კამარა (79)
ტორპედო 2:2 თელავი
0:1 შერგელაშვილი (37), 1:1, 2:1 ზიდანი (48, 67), 2:2 აშორტია (90+2)
დინამო 4:3 საბურთალო
1:0 მარუშიჩი (5), 1:1 ნონიკაშვილი (16), 2:1 მარუშიჩი (31), 2:2 ნონიკაშვილი (45+3), 3:2 გაბედავა (55 პენ), 4:2 პაპავა (69 პენ), 4:3 ტაბატაძე (71)
ლოკომოტივი 2:1 შუქურა
1:0 იმრანი (59), 2:0 რეხვიაშვილი (64 საკ. კარში), 2:1 მუჯირი (90+3)
გუნდი | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | ბურთები | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|
ბათუმი | 36 | 21 | 12 | 3 | 73:27 | 75 |
დინამო | 36 | 21 | 7 | 8 | 59:28 | 70 |
დილა | 36 | 17 | 10 | 9 | 48:35 | 61 |
საბურთალო | 36 | 15 | 12 | 9 | 52:40 | 57 |
ლოკომოტივი | 36 | 15 | 8 | 13 | 57:59 | 53 |
თელავი | 36 | 12 | 8 | 16 | 35:53 | 44 |
სამგურალი | 36 | 9 | 14 | 13 | 34:46 | 41 |
ტორპედო | 36 | 9 | 13 | 14 | 38:44 | 40 |
შუქურა | 36 | 5 | 12 | 19 | 28:49 | 27 |
სამტრედია | 36 | 5 | 6 | 25 | 33:76 | 21 |
მეგოლეები: ფადი ზიდანი (ტორპედო), ზორან მარუშიჩი, გიორგი გაბედავა (ორივე – დინამო), ლაშა შერგელაშვილი (თელავი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო) – 2