ნიკოლოზ ბასილაშვილმა დუბაის ტურნირი ამერიკელ ტაილორ ფრიცთამ შეხვედრით დაიწყო და დაამთავრა. ქართველი ჩოგბურთელი 6:4, 3:6, 6:7 დამარცხდა.
არადა, პირველი სეტი ბასილაშვილის იყო. ჩვენებურმა მეშვიდე გეიმში მოწოდება აართვა მეტოქეს და შემდეგ მშვიდად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე – 6:4.
მეორე სეტის დასაწყისი თანაბარი იყო, შემდეგ ბასილაშვილმა შეცდომა დაუშვა, მეტოქეს მოწოდება მისცა და ანგარიში გათანაბრდა.
მესემე სეტის ბოლომდე თანაბარი თამაში მიდიოდა და საქმე ტაი ბრეიკამდე მივიდა. აი, იქ კი, ამერიკელმა 7:4 მოიგო.
ფრიცი მომდევნო წრეში რუს ანდრეი რუბლიოვს შეხვდება, რომელმაც ფინელ ემილ რუსუვუორს 6:4, 6:4 მოუგო.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები11/07/2026 | 22:04ლინდას ამბავი
სიახლეები08/07/2026 | 23:29მშრალი დღე უიმბლდონზე
აქეთურ-იქითური04/07/2026 | 22:35მინიმალური მარცხი ნიდერლანდებთან
აქეთურ-იქითური04/07/2026 | 21:30ნარკოკარტელი ეკვადორს დაემუქრა
