NBA-რეგულარული სეზონის ერთ სათამაშო დღეს ხუთი სამმაგი დუბლი დაფისირდა, რაც ისტორიაში პირველად მოხდა.
პირველი სამმაგი „ოკლაჰომა“-„ნიუ იორკის“ მატჩში (97:119), გამარჯვებულთაგან ჯულიუს რენდლმა აჩვენა – 26 ქულა, 12 მოხსნა, 12 პასი.
„ბრუკლინისა“ და „დეტროიტის“ (100:95) შეხვედრაში თავი წაგებულთა მცველმა ჯეიმს ჰარდენმა გამოიჩინა – 24 ქულა, 10 მოხსნა, 10 პასი.
„ფინიქსმა“ 111:122 წააგო „ინდიანასთან“, რომლის რიგებში გამორჩეული იყო დომანტას საბონისი, რომელმაც 22 ქულა, 13 მოხსნა და 10 პასი მოინაგრა.
განსაკუთრებული გამოდგა „ვაშინგტონისა“ და „მილუოკის“ ჯახი, რომელიც სტუმრებმა 125:119 მოიგეს.
მილიოკელმა იანის ადეტოკუმბომ 33 ქულა, 11 მოხსნა და 11 პასი მიითვალა, ხოლო მისმა მოწინააღმდე რასელ ვესტბრუკმა 42 ქულა, 10 მოხსნა და 12 პასი.