„რაგბი ევროპის“ 2021 წლის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩისთვის საქართველოს ნაკრები ესპანეთს ესტუმრა.
თამაში მადრიდის „სენტრალ უნივერსიტარიოზე“ გაიმართება, სადაც ბირჯღალოსნებს ბევრჯერ უთამაშიათ.
ეს იქნება ქართველებისა და ესპანელი „ლომების“ რიგით 22-ე შეხვედრა. 2000 წლიდან მოყოლებული 17 ჩვენმა ბიჭებმა მოიგეს, 3 – ესპანელებმა, ხოლო ერთი თამაში ფრედ დასრულდა. აღსანიშნავია, რომ პირენეელებმა ბოლოს 2012 წელს მოუგეს ბორჯღალოსნებს.
ჩვენს ნაკრებში კი, პორტუგალიასთან გასულ შაბათს მოგებულ მატჩთან შედარებით 5 ახალი სახეა – მიხეილ გაჩეჩილაძე, თედო აბჟანდაძე, აკაკი ტაბუცაძე, დავით ნინიაშვილი და გიორგი ბაბუნაშვილი. ეს უკანასკნელი გუნდის განაცხადში გასულ ტურშიც იყო, მაგრამ თამაშის საშუალება არ მისცემია. იმედია, მისი დებიუტი ესპანელებთან შეხვედრაში შედგება.
საქართველოს ნაკრების საესპანეთო განაცხადი:
- ბექა გიგაშვილი (20 მატჩი, 5 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (80, 55), 3. გია ხარაიშვილი (1, 0), 4. ლაშა ჯაიანი (8, 0), 5. დავით გიგაური (8, 5), 6. მიხეილ გაჩეჩილაძე (13, 10), 7. ირაკლი ცხადაძე (1, 0), 8. თორნიკე ჯალაღონია (6, 5), 9. გელა აფრასიძე (31, 24), 10. თედო აბჟანდაძე (21, 129), 11. დემე თაფლაძე (7, 5), 12. მერაბ შარიქაძე (კაპიტანი, 73, 60), 13. გიორგი კვესელაძე (30, 25), 14. აკაკი ტაბუცაძე (8, 30), 15. დავით ნინიაშვილი (3, 0).
მარქაფა
16. ჯაბა ბრეგვაძე (63, 20), 17. გურამ გოგიჩაშვილი (19, 5), 18. გიორგი მელიქიძე (24, 15), 19. ნოდარ ჭეიშვილი (28, 0), 20. გიორგი თხილაიშვილი (62, 60), 21. მიხეილ ალანია (2, 0), 22. გიორგი ბაბუნაშვილი (0), 23. სანდრო თოდუა (90, 65).